მენოპაუზა. სიზუსტე. მოვლა.

Medea Health არის შუახნის ასაკის, პრემენოპაუზისა და მენოპაუზის მართვის ზუსტი მედიცინის პლატფორმა. ემყარება მეცნიერებას და უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებს.

ჩვენი მიდგომა იწყება სიმპტომების შემსუბუქებით და გრძელდება ეპიგენეტიკითა და სისტემური პრევენციით — რათა მართოთ რისკები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

ვისთვის არის Medea Health?

ქალებისთვის

თუ გაქვთ სიმპტომები ან კითხვები პრემენოპაუზის, მენოპაუზისა და ჰორმონული თერაპიის შესახებ და ეძებთ მეცნიერულად დასაბუთებულ, სანდო ინფორმაციას მითების გარეშე — ეს პლატფორმა თქვენთვის შეიქმნა.

ექიმებისთვის

გინეკოლოგების, ენდოკრინოლოგებისა და ოჯახის ექიმებისთვის. Medea Academy გთავაზობთ სტრუქტურირებულ, უახლეს გაიდლაინებზე დაფუძნებულ განათლებასა და კლინიკურ ინსტრუმენტებს შუახნის ასაკის მედიცინაში.

ჩვენი კლინიკური მიდგომა

1. სიმპტომების მართვა და პერსონალიზებული თერაპია

მენოპაუზის სიმპტომების მიზნობრივი მართვა და ინდივიდუალიზებული ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია (HRT), რომელიც მკაცრად ეფუძნება უახლეს საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინებს.

2. რისკების სიღრმისეული სტრატიფიკაცია

ზედაპირული შეფასების ნაცვლად, ჩვენ ვახდენთ რისკების კომპლექსურ კლინიკურ სტრატიფიკაციას. ეს მოიცავს ძუძუს კიბოს, ოსტეოპოროზის (ძვლის ჯანმრთელობა), მეტაბოლური, კარდიოვასკულური და ნეიროკოგნიტური (ტვინის ჯანმრთელობა) რისკების დეტალურ შეფასებას.

3. ზუსტი მედიცინა და სისტემური მიდგომა

ჩვენ განვიხილავთ ორგანიზმს, როგორც ერთიან სისტემას. პრევენცია და მკურნალობა სრულად პერსონალიზებულია და ეფუძნება მოწინავე ბიომარკერებსა და ეპიგენეტიკურ მონაცემებს

კლინიკური კვლევა ოფიციალურად დამტკიცდება

2026 წლის 13 ივლისს, Medea Health-ის კლინიკურიკვლევა, "მენოპაუზა საქართველოში — 2026”, ოფიციალურ დასტურს მიიღებს.

ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ქალთა ჯანმრთელობისა და ზუსტი მედიცინის განვითარებაში. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შემოგვიერთდეთ და გახდეთ პირველი, სარეგისტრაციო კოჰორტის წევრი.

საგანმანათლებლო რესურსები ქალებისთვის

Medea Academy

Medea Academy არის Medea Health-ის საგანმანათლებლო მიმართულება.

პლატფორმა შეიქმნა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სიღრმისეული, უახლეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა შუახნის ასაკის მედიცინასა და მენოპაუზის მართვაში.

სასწავლო პროგრამა მალე დაიწყება.

დარეგისტრირდით წინასწარ და შეუერთდით მომლოდინეთა სიას