Medea Health | პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის ზუსტი მედიცინა

Medea Health არის ზუსტი მედიცინის პლატფორმა შუახნის ასაკის ქალებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია პერიმენოპაუზისა და მენოპაუზის მართვაზე. ჩვენი მიდგომა ეფუძნება მეცნიერებას, უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებსა და პერსონალიზებულ ზრუნვას.

ჩვენ ვაერთიანებთ პერსონალიზებულ ჰორმონოთერაპიას, სიმპტომების მართვას, რისკების სტრატიფიკაციას, ბიომარკერებზე დაფუძნებულ შეფასებასა და ეპიგენეტიკურ პრევენციას — რათა შეგიმსუბუქდეთ სიმპტომები, მართოთ გრძელვადიანი რისკები და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

Medea Health ასევე ქმნის მენოპაუზის ქართულენოვან საგანმანათლებლო პლატფორმას საქართველოსა და დიასპორისთვის — მეცნიერებაზე დაფუძნებული, კულტურულად რელევანტური ინფორმაციით შუახნის ქალების ჯანმრთელობის შესახებ.

ვისთვის არის Medea?

ქალებისთვის

თუ გაწუხებთ პერიმენოპაუზის ან მენოპაუზის სიმპტომები, გაქვთ კითხვები ჰორმონული თერაპიის შესახებ და გსურთ ღირსეულად დაბერება, მინიმალური ჯანმრთელობის რისკებით და მაქსიმალური ცხოვრებითის ხარისხით, Medea თქვენთვის შეიქმნა. აქ იღებთ მეცნიერულად დასაბუთებულ, სანდო ინფორმაციას მითებისა და სტიგმის გარეშე.

ექიმებისთვის

გინეკოლოგებისთვის, ენდოკრინოლოგებისთვის, ოჯახის ექიმებისთვის და სხვა კლინიკოსებისთვის, რომლებიც მუშაობენ შუახნის ასაკის ქალებთან. Medea Academy გთავაზობთ სტრუქტურირებულ, უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებულ განათლებასა და პრაქტიკულ კლინიკურ ინსტრუმენტებს შუახნის ასაკის მედიცინაში.

ჩვენი კლინიკური მიდგომა

1. სიმპტომების მართვა და პერსონალიზებული თერაპია

მენოპაუზის სიმპტომების მიზნობრივი მართვა და ინდივიდუალიზებული ჰორმონული ჩანაცვლებითი თერაპია (HRT), რომელიც მკაცრად ეფუძნება უახლეს საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინებს.

2. რისკების სიღრმისეული სტრატიფიკაცია

ზედაპირული შეფასების ნაცვლად, ჩვენ ვახდენთ რისკების კომპლექსურ კლინიკურ სტრატიფიკაციას. ეს მოიცავს ძუძუს კიბოს, ოსტეოპოროზის (ძვლის ჯანმრთელობა), მეტაბოლური, კარდიოვასკულური და ნეიროკოგნიტური (ტვინის ჯანმრთელობა) რისკების დეტალურ შეფასებას.

3. ზუსტი მედიცინა და სისტემური მიდგომა

ჩვენ განვიხილავთ ორგანიზმს, როგორც ერთიან სისტემას. პრევენცია და მკურნალობა სრულად პერსონალიზებულია და ეფუძნება მოწინავე ბიომარკერებსა და ეპიგენეტიკურ მონაცემებს

კვლევა - მენოპაუზა საქართველოში 2026

2026 წლის 14 ივლისს, Medea Health-ის კვლევამ, "მენოპაუზა საქართველოში — 2026”, ოფიციალური დასტური მიიღო.

ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს ქალთა ჯანმრთელობისა და ზუსტი მედიცინის განვითარებაში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შემოგვიერთდეთ და გახდეთ პირველი, სარეგისტრაციო კოჰორტის წევრი.

საგანმანათლებლო რესურსები ქალებისთვის

MEDEA Academy

MEDEA Academy არის MEDEA Health-ის საგანმანათლებლო მიმართულება.

პლატფორმა შეიქმნა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს მიიღოს სიღრმისეული, უახლეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა შუახნის ასაკის მედიცინასა და მენოპაუზის მართვაში.

სასწავლო პროგრამა მალე დაიწყება.

დარეგისტრირდით წინასწარ და შეუერთდით მომლოდინეთა სიას